ინფორმაცია მისაღები გამოცდების შესახებ!

 

კომაროვის სკოლის მე-7 კლასში  მისაღები გამოცდა ჩატარდება ივლისის მეორე ნახევარში. ზუსტი თარიღი გამოცხადდება არაუგვიანეს 23 ივნისს. რეგისტრაცია დაიწყება 23 ივნისს. საკონკურსო პირობები გამოცხადდება არაუგვიანეს 1 ივლისს.

 

“შაბათის სკოლის“ მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა ჩატარდება 2021 წლის 29 ივნისს. დეტალური ინფორმაცია გამოცხადდება სკოლის ვებ-გვერდებზე და ასევე, მშობლებს მიეწოდებათ „შაბათის სკოლის“ ადმინისტრაციისა და პედაგოგების მიერ.  

 

მე-8 და მე-9 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 20-27 აგვისტოს ინტერვალში. ზუსტი თარიღი, საკონკურსო პირობები და რეგისტრაცია გამოცხადდება არაუგვიანეს 15 ივლისს.

 

მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება მათემატიკაში. მე-9 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება მათემატიკასა და ფიზიკაში.


იქნება თუ არა მიღება მე-10 ან მე-11 კლასში, გამოცხადდება არაუგვიანეს 15 ივლისს.

მე-12 კლასში მისაღები გამოცდა არ ჩატარდება.

 

სასკოლო ქვიზებისა და მისაღები გამოცდების ბილეთების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

სასკოლო ქვიზები

მისაღები გამოცდები


მე-8 და მე-9 კლასებში მისაღები საგამოცდო პროგრამები მათემატიკასა და ფიზიკაში იხილეთ აქ: 

მე-8 კლასში მისაღები პროგრამა მათემატიკაში

მე-9 კლასში მისაღები პროგრამა მათემატიკაში

მე-9 კლასში მისაღები პროგრამა ფიზიკაში

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

 


ზემოთ